ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების მოპოვება-შენახვაში ბრალდებული ზურაბ ჯამალაშვილი დაიკითხა. ჯამალაშვილს ბრალი სხვა ეპიზოდთან დაკავშირებით აქვს წაყენებული. როგორც დაკითხვის შემდეგ ჯამალაშვილმა აღნიშნა, მისთვის გაუგებარი იყო, თუ რატომ დაიბარა პროკურორმა დაკითხვაზე, ვინაიდან აღნიშნულ საკითხზე მას არავითარი ინფორმაცია არ გააჩნია. საქმის სასამართლო განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები, მათ შორის აღნიშნული საქმის გამომძიებლები, ასევე ჟურნალისტი ელისო კილაძე და მისი რედაქციის თანამშრომლები დაიკითხნენ. საქმეზე ბრალი კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს, მათ შორის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპერტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილე ვასილ ლელუაშვილს აქვს წარდგენილი.