ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ. რევაზ შიუკაშვილს, ირაკლი ყიფშიძეს და გიგლა შიოშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ცხრათვიანი ვადა 7 იანვარს ეწურებათ და ვინაიდან სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დასრულებულა, სასამართლომ, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე ბრალდებულები გაათავისუფლა. გათავისუფლება არ შეეხო მხოლოდ ერთ ბრალდებულს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენიტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს ვასილ ლელუაშვილს, რომელსაც მსჯავრი სხვა საქმეზე დაედო.