14 იანვრიდან 17 იანვრის ჩათვლით, მას შემდეგ, რაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებაგაუვლელი ავტომობილების დაჯარიმების პროცესში ე.წ. ჭკვიანი კამერებიც ჩაერთო, საერთო ჯამში, 6 654 ჯარიმა გამოიწერა, - ამის შესახებ პალიტრანიუსს შს სამინისტროს კვლევისა და რეფორმების სამმართველოს ხელმძღვანელმა ბექა ლილუაშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ე.წ. ჭკვიანი კამერები აღნიშნულ კანონდარღვევას აფიქსირებენ, ტექნიკური ინსპექტირების არგავლის გამო დაჯარიმებულთა რაოდენობა გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ პროცესში „ჭკვიანი კამერების“ ჩართვამდე 2019 წლის 1-ელი იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით, ჯამში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მიერ სულ 2404 ჯარიმა დაიწერა.