"ბავშვთა სამყაროში" ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები საპროტესტო აქციებს განაგრძობენ. ზარალის ანაზღაურებას მოთხოვნით ისინი უკვე რამდენიმე დღეა, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. წუხელ დაზარალებულებმა საკრებულოსა და კანცელარიასთან მსვლელობა მოაწყვეს. მათ საკრებულოს თავმდჯოამრე შეხვდა. გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, სახელმწიფო მზად არის, კეთილი ნება გამოიჩინოს და მოიჯარეებს ერთჯერადი დახმარება გაუწიოს.