"ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულებს 3 000 ლარი ერთჯერადი კომპენსაციის სახით თბილისის საკრებულომ შესთავაზა. მოვაჭრეები საკრებულოს მიერ შეთავაზებულ კომპენსაციას არ თანხმდებიან. დაზარალებულები შიმშილობას განაგრძობენ. ისინი მთავრობის კანცელარიასთან იმყოფებიან და 5000 ლარის კომპენსაციას ითხოვენ.ისინი გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას და საბანკო ვალდებულებების შეჩერებას ითხოვენ.გუშინ დედაქალაქის საკრებულოში შეხვედრა ხმაურით დასრულდა და დაზარალებული მოვაჭრეებს შორის. უკვე 1 თვეზე მეტია, რაც დაზარალებული მოვაჭრეები აქციებს მართავენ და ისინი აქციების გაგრძელებას აანონსებენ.