„აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ მიიღებს ხატს, რომელიც ქართველმა დეპუტატებმა აფხაზეთის მრჩევლის მონაწილეობით ჩამოიტანეს და ილორის ტაძარს აჩუქეს, ეკლესია ხატს უკან დააბრუნებს. ეს მისია ისე შედგა, რომ აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის არაფერი უცნობებიათ. მსგავსი აქციები დაუშვებელია, ვიდრე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და აფხაზეთის სახელმწიფოს არ აღიარებს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.