ტექნოლოგიების მიმომხილველი ზოე კლეინმანი დაინტერესდა რა ელემენტებს შეიცავს სმარტფონები, რომელიც 21-ე საუკუნის ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. გაირკვა, რომ სმარტფონები უამრავ ნაერთთან ერთად ისეთ ძვირფას ელემენტებს შეიცავს, როგორებიც ოქრო, ვერცხლი და პლატინაა. რაც შეეხება აკუმულატორს, მასში კობალტია განთავსებული, რომლის 60%-იც კონგოში მოიპოვება. რაც უფრო დიდია სმარტფონის აკუმულატორი მასში მით უფრო მეტი კობალტია. მობილური ტელეფონები დაახლოებით 60-მდე ელემენტს შეიცავს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მოიპოვება.სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მიწიდან მოპოვებული მინერალები გარემოს აზიანებს, ეს კი ძალიან საშიში მაშინ ხდება, როდესაც სმარტფონების მწარმოებლების მცირე ნაწილი თუ მიმართავს ტექნიკას, რასაც მეორადი მობილური ტელეფონების გადამუშავება ჰქვია. Apple-ს უკვე ჰყავს რობოტი Daisy (დეიზი), რომელიც საათში დაახლოებით 200 მეორად სმარტფონს გადაამუშავებს. მეორადი მობილური ტელეფონების გადამუშავებას მხარს უბამს Samsung-იც.