ძვირდება თუ არა თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობა - ფასებთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ 2-დღიან აჟიოტაჟს საქართველოს რკინიგზა ეხმაურება და განმარტებას აკეთებს. რკინიგზა 1 ივლისიდან თბილისი-ბათუმის მიმართულების მატარებლის ბიზნეს კლასისა და პირველი კლასის ბილეთის ფასის კორექტირებას ახდენს. ამასთან რკინიგზაში განმარტავენ რომ მეორე კლასით მგზავრობის ფასი უცვლელია. ისევე, როგორც წინა სეზონში ფასი 24 ლარი, არასეზონური ფასი კი 18 ლარი იქნება.
"სარკინიგზო სამგზავრო გადაყვანა არის დოტაციური და ხორციელდება თანხების სუბსიდირება. გაუმართლბელია სუფსიდირების განხორციელება ბიზნეს კლასისა და პირველი კლასის მგზავრობის, რომელიც მოიცავს დამატებითი სერვისებით სარგებლობას. მატარებლში არის 400 ადგილი აქედან პირველი კლასის ადგილს შეადგენს მგზავრთა 10% და ბიზნეს კლასით მოსარგებლეები 2%-ია. მგზავრთა 88% იმგზავრებს წინა წლებში დადგენილი ტარიფით - ნათქვამია განცხადებაში.