00:24
4 აპრილი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ძვირდება თუ არა პური საქართველოში?
14-07-2017

ბოლო ათი დღის განმავლობაში, საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასი გაიზარდა. თუმცა, ჩიკაგოსა და პარიზის ბირჟებზე აღმავალი ტრენდი ამ ეტაპზე შეჩერებულია. 25  ივნისიდან დაწყებული ხორბლის ფასის მატება უამინდობას უკავშირდება. როგორც მეხორბლეთა ასოციაციის დამფუძნებელი ლევან სილაგავა აცხადებს, სიტუაცია ამ ეტაპზე სტაბილურია და საერთაშორისო ბირჟებზე ხორბლის ფასის ზრდა ქართულ ბაზარზე არ უნდა აისახოს. ორი კვირაა, რაც ხორბლის აღების სეზონი საქართველოშიც დაიწყო.  

პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ადგილობრივ  მეწარმეებს საკმარისი მარაგები აქვთ, იმისთვის რომ საერთაშორისო ბაზარმა პურის ფასზე გავლენა სწრაფად არ მოახსინოს. თუმცა, მალხაზ დიოლიძის განმარტებით, თუ ხორბლის გაძვირებას გაზის ტარიფის მატებაც დაერთო, მწარმოებლები ფასის შენარჩუნებას დიდხანს ვეღარ შეძლებენ.

საქართველოში ხორბლის იმპორტს დაახლოებნით 85-90 პროცენტი უჭირავს. ქვეყანაში ხორბლის ძირითადი იმპორტიორი რუსეთია. შარშან ადგილობრივმა ფერმერებმა 200 ათასი ტონა ხორლის მოსავალი მოიწიეს, თუმცა  წისქვილებისთვის გადასამუშავებლად საჭირო ხარსისხის აქედან მხოლოდ 30 ათასი ტონა იყო.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები