პურის მეწარმეები მაქსიმალურად ვცდილობთ შევინარჩუნოთ არსებული ფასი პროდუქტზე, თუმცა თუ ვალუტის კურსი კვლავ შეიცვლება, მაშინ იძულებულები ვიქნებით პურის ფასმაც მოიმატოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას კომპანია "იფქლის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, ბაქარ ბაკურაძემ განაცხადა. როგორც ბაქარ ბაკურაძემ აღნიშნა, იქიდან გამომდინარე, რომ პურის საწარმოებლად საჭირო ინგრედიენტების იმპორტი ხდება, ფასი დამოკიდებულია ლარის კურსის მიმართებაში დოლართან, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ პურის ფასმა მოიმატოს იმ შემთხვევაში, თუ ლარი კვლავ გაუფასურდება. ამასთან, შპს "იფქლის" გენერალურ დირექტორის მოადგილეს ბაქარ ბაკურაძეს უჭირს სამომავლოდ პროგნოზის გაკეთება.