ახალი წელი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი დღესასწაულია, რომელიც მთელს მსოფლიოში აღინიშნება. ჩვენთვის ცნობილია, თუ როგორ აღნიშნავენ ესა თუ ის ქვეყნები ამ დღეს, თუმცა ნაკლებადაა ცნობილი ძველით ახალი წლის წარმოშობის ისტორია და ტრადიციები.
ძველით ახალი წელი 14 იანვარს აღინიშნება და ამ ტრადიციის წარმოშობა ორი კალენდარული სისტემის არსებობამ გამოიწვია. დღეისათვის, მთელი მსოფლიო ოფიციალურად გრიგორიანულ კალენდარს ეყრნობა, რომელიც 1582 წელს პაპ გრიგოლ II - ის მიერ გატარებული კალენდარული რეფორმის შემდეგ დამკვიდრდა ევროპაში. საქართველოში გრიგორიანული კალენდარი გასაბჭოების პერიოდში შემოიღეს.
ამის პარალელურად, მართლმადიდებლური ეკლესია დღესაც დღესასწაულებს IV საუკუნეში დამკვიდრებული იულიუსის კალენდრის მიხედვით აღნიშნავს. სწორედ ამიტომ ახალი წელი ორჯერ აღინიშნება.