"პორშე კაიენის" ახალი, მესამე თაობა სრულიად ახალი მოდელია, თუმცა წინამორბედივით გამოიყურება. AUTO BILD-მა "პორშეს" ახალი SUV ახლოს გაიცნო. ძველი ვიზუალი, ახალი ტექნიკა: ერთი შეხედვით სწორედ ასეთ დასკვნას გამოიტანთ. თუმცა ”პორშე” ამბობს, რომ ”კაიენში” ყველაფერი ახალია. "კაიენის" მესამე თაობა მართლაც სრულიად ახლებურადაა შემუშავებული. ზუსტად ისე, როგორც Audi Q7 და Bentley Bentayga, ახალი "კაიენიც" ე.წ. MLB-პლატფორმაზეა აგებული. ეს არის ალუმინის, ნახშირბადის ბოჭკოსა და მაღალი სიმტკიცის ფოლადის კომბინაცია, რითაც "პორშეს" SUV უფრო მსუბუქი და კიდევ უფრო მანევრული გახდა.