ძველი ხიბულას 24 - საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები გრძელდება.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისა და ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის პროექტების განხორციელებას აგრძელებს. ხიბულაში ახალი სისტემების მშენებლობას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონზე მეტი ხმარდება.
დღეის მდგომარეობით, სოფელში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობს და მოსახლეობა ინდივიდუალურად მოწყობილი ჭებიდან მარაგდება. სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა ახალი სათავე ნაგებობა, რეზერვუარები და გამანაწილებელი ქსელი.
პროექტის განხორციელება საბოლოოდ აღმოფხვრის სოფელში წლების განმავლობაში არსებულ პრობლემას და 300-მდე ოჯახს სასმელი წყლის უწყვეტი მიწოდებით უზრუნველყოფს.