დეველოპმენტის სექტორის მხარდაჭერის სახელმწიფო გეგმის პირობებში, მოსალოდნელია გაყიდვებში ძველი ბინების წილის კლება. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, იპოთეკის პროცენტის 70 მილიონი ლარით 5 წლის მანძილზე სუბსიდირება დაახლოებით, 450 მილიონი ლარის იპოთეკის გაცემას უწყობს ხელს.
ამასთან, მოსალოდნელია ბენეფიციარებს შორის მოხვდნენ მომხმარებლები, ვინც ისედაც აპირებდა ბინის შეძენას. „თიბისი კაპიტალის“ მოლოდინით მთავრობის ღონისძიებების წმინდა ეფექტი გაყიდვებს დაახლოებით, 10%-ით წაახალისებს.