მოკვეთილი მკერდის აღდგენა DIEP მეთოდის გამოყენებითძუძუს კიბო ერთერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა. სტატისტიკის მიხედვით საქართველოში სიმსივნეებს შორის ის პირველ ადგილს იკავებს. აღნიშნული დიაგნოზის დროს, შემთხვევათა დიდ უმრავლესობაში, საჭირო ხდება მასტექტომია - ძუძუს მოკვეთა. ავერსის კლინიკაში, მოკვეთილი ძუძუს აღდგენა ინოვაციური დაიეფ მეთოდით ხდება, რომელიც მსოფლიოში ოქროს სტანდარტად ითვლება ძუძუს რეკონსტრუქციულ ქირურგიაში.დაიეფ მეთოდის გამოყენებისას არ ხდება კუნთების ამოკვეთა, ან მათი როტაცია, რის გამოც რეაბილტაციური პერიოდი შედარებით მარტივად და სწრაფად მიმდინარეობს.აღსანიშნავია,რომ ქალბატონებს უკვე შეუძლიათ აღნიშნული მეთოდით, ავერსის კლინიკაში ჩაიტარონ პროცედურა.