13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული ვალერი ირემაძე წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან ექიმების გადაწყვეტილებით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.უწყების განმარტებით, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანისთანავე, ექიმებმა დაკავებული შეამოწმეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა და დახმარება ესაჭიროებოდა.შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთავში მკვლელობა მოხდა. მე-8 მიკრორაიონში ბიძამ 13 წლის ბავშვი მოკლა.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. მკვლელობამდე ერთი დღით ადრე მეგობრებმა ვალერი ირემაძე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში მიიყვანეს, სადაც მან დარჩენა არ ისურვა. ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით მათ კლინიკაში ირემაძის იძულებით დატოვების უფლება არ ჰქონდათ.