ძლიერი ქარის გამო რუსთავს გარკვეული ზიანი უკვე მიადგა. ქალაქის სხვადსხვა მისამართზე, ძლიერმა ქარმა საცხოვრებელბინებს სახურავები გადახადა. განსაკუთრებული ზიანი მიადგა დავით გარეჯის, ბათუმის, ჯავახიშვილის, ახმეტელისა და პირველი მაისის ქუჩებს. წაქცეულია ხეებიც. ძლიერი ქარის გამო დაზიანდა რუსთავის ფოლადის სტადიონის ტრიბუნის სახურავი.