ძლიერი წვიმის შედეგად ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში 2000-მდე ადამიანია ჩარჩენილი. ცენტრალური საავტომობილო გზის დაზიანების გამო, მიმდინარეობს შემოვლითი გზების მოწყობა.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით ცენტრალურ მაგისტრალი დაზიანებულია ონიდან 1 კმ-ში, შოვის მიმართულებით, ასევე სოფელ უწერასკენ მიმავალი და ღებისა და ონის გამყოფი გზები.
შეგახსენებთ, ძლიერი წვიმის შედეგად ონის მუნიციპალიტეტში 12 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ადიდებულმა რიონმა ხიდები წაიღო, ასევე დაზიანებულია საავტომობილო გზა.