ძლიერი წვიმის გამო, თბილისში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 115 გამოძახება დაფიქსირდა. ძირითადი გამოძახებები იყო ვაკე-საბურთალოს, გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონებიდან. ამის შესახებ პალიტრანიუსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, გამოძახებების უმრავლესობა ეხებოდა ხეების წაქცევას და ტოტების ჩამოვარდნას, ასევე, იყო წყლის მომატება გზებზე და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების დატბორვა.