მეტრო ახმეტელთან ძლიერმა სეტყვამ და ჭარბმა ნალექმა ავტომობილების მოძრაობა შეაფერხა, დაიტბორა ქუჩები. გლდანში ძლიერი სეტყვა რამდენიმე წუთს გაგრძელდა. თბილისის მერიაში განაცხადეს,რომ ძლიერი წვიმის გამო საავტომობილო გზებზე წყლის ნიაღვრები წარმოიშვა, თუმცა წყლის დონე თანდათან კლებულობს.