ძლიერი სოფელი პირდაპირ ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს - პრემიერი - Palitra News

ძლიერი სოფელი პირდაპირ ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს - პრემიერი

2020-05-12 14:23:29+04:00

კრიზისის პერიოდში განსაკუთრებით მწვავედ გამოჩნდა რას ნიშნავს ქვეყნისთვის სასურსათო უსაფრთხოება და აგროპროდუქტების შიდა წარმოება. ეს ძალზედ მგრძონობიარე იყო თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის როგორც ფასების ზრდის თვალსაზრისით, ასევე ქვეყნის მომარაგების თვალსაზრისითაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრმაა ითვალისწინებს როგორც ფერმერის მხარდასაჭერას, ასევე იმ ხარისხობრივი ნიშნების შემოტანას, რომელმაც ერთმნიშნევნლოვნად უნდა გაზარდოს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა.