ესპანეთის აღმოსავლეთ სანაპირო რეგიონებს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს. "როიტერსის" ცნობით, დაღუპულია ერთი ადამიანი. შტორმის გამო ალიკანტეს აეროპორტმა მუშაობა 24 საათით შეაჩერა. გადაიდო 150-ზე მეტი ავიარეისი.
სინოპტიკოსები ქარის გაძლიერებას ელოდებიან. მათი პროგნოზით, ტალღების სიმაღლე შვიდ მეტრს მიაღწევს. მთიან რეგიონებში კი მოსალოდნელია ძლიერი თოვა.
უამინდობის გამო შექმნილი ვითარების შედეგად, დაიხურა რამდენიმე მაგისტრალი ვალენსიასა და კატალონიაში. სტიქიის ზონებში მყოფ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.