თბილისის რამდენიმე უბანში ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო. სეტყვა გლდანში, მუხიანსა და დიდ დიღომში რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10-12 ივნისს საქართველოში ცვალებადი, წვიმიანი ამინდი იქნება. კერძოდ, 10 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 12 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. ასევე, მოსალოდნელია სეტყვა და დასავლეთის მიმართულების დროგამოშვებით ძლიერი ქარი.
იხილეთ: წყალში მოცურავე მანქანები - რა ხდებოდა ახმეტელის მეტროსთან ძლიერი სეტყვის დროს