ჩინეთში, სინჟიან იუგურის რეგიონში მომხდარ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დილის საათებში მოხდა. ოფიციალური ცნობით დაიღუპა 8 ადამიანი 11 კი დაშავდა. მოსახლეობის განცხადებით მიწისქვეშა რყევები რამდენჯერმე განმეორდა. ადგილობრივი მთავრობა სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ატარებს. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ქალაქი, სადაც მიწისძვრა მოხდა პაკისტანის, ავღანეთისა და ტაჯიკეთსგან რამდენიმე კილომეტრით მოშორებით მდებარეობს.