სავაჭრო ცენტრ "პლასკოში" გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების დროს, მრავალსართულიანის შენობის ჩამონგრევის შედეგად 30-მდე მეხანძრე დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ირანული მედია იუწყება. სავაჭრო ცენტრ "პლასკოს“ ხანძარი დღეს დილით გაუჩნდა. ხანძარი შენობის მეცხრე სართულზე გაჩნდა. მოგვიანებით გაჩენილი ხანძრის გამო შენობა ჩამოინგრა.