ქედაში მომხდარი ხანძრის შედეგად გორგაძეების 12-წევრიანი ოჯახის საცხოვრებელი მთლიანად დაიწვა. გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები. შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლს სახანძრო-სამაშველო სამსახურის 4 ბრიგადა აქრობდა. დაზარალებული ოჯახი სახელმწიფოსაგან დახმარებას ითხოვს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.