ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, 112-ში შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ლილოს ნაგავსაყრელზე მყარი ნარჩენები იწვოდა, ცოტა ხნის წინ შევიდა.„შეტყობინების მიღებისთანავე ჩვენი სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ოპერატიულად გავიდნენ ადგილზე. 5 სახანძრო იმყოფება ადგილზე და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები“, - განაცხადეს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.მათივე თქმით, ცეცხლი ჰექტარნახევარ მიწის ფართობზეა გავრცელებული და სამუშაოების წარმოებას ძლიერი ქარი აფერხებს.