ბათუმში ღამისკლუბში მომხდარი ხანძრის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილები. 2 მათგანი მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობებით რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ცეცხლი ღამის კლუბ "არენაში" სავარაუდოდ ელექტროსადენების მიზეზით გაჩნდა. თვითმხილველების თქმით ხანძრის დროს შენობაში 30-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.