ძლიერი ქარის გამო, "თურქიშ ეარლაინსმა" თბილისის მიმართულებით ავიარეისი გააუქმა, - ამის შესახებ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურში განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, თურქეთიდან თბილისში რეისი 04:55 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო და 05:50 საათზე უნდა გაფრენილიყო. სხვა რეისები განრიგის მიხედვით შესრულდა.