თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ძლიერი ქარის გამო მიყენებულ ზარალს ითვლიან. მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 58 შეტყობინება შევიდა. თბილისში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, წაქცეულია ხეები, გარე განათების ბოძები, გაწყვეტილია ელექტრო სადენები, დაზიანებული ავტომობილები და გაზის მილები.ძლიერი ქარის გამო, 112-ის სამსახურში თბილისიდან ყველაზე მეტი შეტყობინება დიღმის, გლდანი-ნაძალადევის და ისანი-სამგორის მოსახლეობის მხრიდან. მოსახლეობის ნაწილს შეზღუდვით მიეწოდება ბუნებრივი აირი და ელექტროენერგიის მიწოდება, ჯერჯერობით, არ აღმდგარა. თუმცა, შესაბამისი სამსახურების მიერ პრობლემების აღმოფხვრის მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს.უამინდობის შედეგად რამდენიმე რეგიონში მთის მასაც ჩამოიშალა, რამაც საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.