საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში ბოლო 24 საათში ძლიერი ქარის გამო მთელი საქართველოს მასშტაბით 64 შეტყობინება შევიდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინებების უმრავლესობა პრევენციული ხასიათის იყო და სახურავებიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის ან ხის წაქცევის საფრთხეს ეხებოდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ყველა მათგანზე მეხანძრე-მაშველებმა რეაგირება დროული მოახდინეს, მათივე ცნობით, უმრავლესობა თბილისში, 49 გამოძახება იყო. ,რაც შეეხება რეგიონებს, სამეგრელო-ზემო სვანეთში – ორი, იმერეთში – ორი, გურიაში – ერთი, შიდა ქართლში – ოთხი, ქვემო ქართლში – სამი, აჭარაში – ორი, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – ერთი გამოძახება დაფიქსირდა. შემთხვევების შედეგად, არავინ დაშავებულა.