ხვალ დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში კი, მცირე ნალექია მოსალოდნელი ხვალ დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, დღეს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში გამოიდარებს. მცირე ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღისით +11, +16 გრადუსია მოსალოდნელი.1 აპრილს დასავლეთ საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ტემპერატურა დღისით +19, +24 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში კი შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. თბილისში საღამოს და ღამის საათებში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.