თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში სამაშველო ვერტმფრენებმა მუშაობა რამდენიმე წუთის წინ განაახლეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, დილის საათებში შეზღუდული ხილვადობის გამო ვერტმფრენები ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვას ვერ ახერხებდნენ. შეზღუდული ხილვადობა კი არსებულ ტერიტორიაზე ძლიერმა დაკვამლიანებამ და ნისლმა გამოიწვია.