20:07
2 დეკემბერი, 2021, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ჩვენი პლანეტა
ძლიერი და ელეგანტური პუმა - ცხოველი, რომელსაც ხშირად კუგუარს ან მთის ლომსაც უწოდებენ
10-06-2021

ძლიერი და ელეგანტური პუმა, რომელსაც ხშირად კუგუარს ან მთის ლომსაც უწოდებენ, არა მხოლოდ მოხერხებულობით, ამტანობითა და მაღალი ინტელექტით, არამედ სწრაფი აზროვნებით, იშვიათი გამბედაობით და მსხვერპლზე თავდასხმის დაგეგმვის უნარით გამოირჩევა.

ფენომენალური ნახტომის მფლობელი პუმა ერთადერთი ველური კატაა ამერიკის კონტინენტზე. მართალია, რამდენიმე საუკუნის წინ ცხოველის პოპულაცია პატაგონიის (დღევანდელი არგენტინის) სამხრეთ ტერიტორიიდან კანადამდე და ალიასკამდე სახლობდა, მაგრამ დღეს მისი გავრცელების არეალი მნიშვნელოვნადაა შემცირებული და მხოლოდ ფლორიდას და სამხრეთ ამერიკის დასავლეთ რეგიონებს მოიცავს.

ცხოველს შემთხვევით არ მოიხსენიებენ მთის ლომად, რადგან მეტწილად ზღვის დონიდან
4 700 მეტრის სიმაღლეზე ტყეში სახლდება, თუმცა არც ბარში მოგზაურობას ერიდება. პუმა ნებისმიერ გარემოს ადვილად ერგება, თავისუფლად შეუძლია ტროპიკულ ან წიწვოვან ტყეებსა და ბალახოვან ველებზე დაბინავება, მთავარია საკვები იყოს უხვად.

AutoPlay
ცხოველი, რომელმაც სწორედ ზანტი, აუჩქარებელი ცხოვრების წესის წყალობით გაიფუჭა რეპუტაცია და შეიძინა ზარმაცას სახელი - მისი გადაადგილების სიჩქარე წუთში მხოლოდ რამდენიმე მეტრს შეადგენს
27-11-2021
ევროპულ ფოლკლორში ათვალწუნებული ცხოველი, რომელმაც დიდი ხნით გაიფუჭა რეპუტაცია, თუმცა ეგვიპტელები მას გარდაცვლილთა სულების მფარველად მიიჩნევდნენ
20-11-2021
ცხოველი არა მხოლოდ ზღაპრებისა და მულტფილმების, არამედ სლავური მითებისა და ლეგენდების ერთ-ერთი ყველაზე საზრიანი და მოხერხებული პერსონაჟია - სერბების აზრით, მხოლოდ მან იცის სად ხარობს მარადიული ახალგაზრდობის ბალახი
13-11-2021
მძიმე ხასიათის პატრონი, ცხოველი, რომელიც გინესის რეკორდებში გამბედავი მტაცებლის ტიტულით მოხვდა - მას ვერც მასიური მტაცებელი ერევა და ვერც შხამიანი გველი, ლომიც კი უფრთხის ამ ცხოველს
23-10-2021
ფრინველთა მეფე მთელ ველურ ბუნებას საკუთარ სამფლობელოდ მიიჩნევს და ერთნაირად სცემს თავზარს როგორც ხმელეთის, ისე წყლისა და ცის ბინადრებს - ფრინველი უძველესი დროიდან სარგებლობს ადამიანის პატივისცემით
16-10-2021
შესანიშნავი მხედველობის პატრონი სირაქლემა, თითქმის 5 მეტრის სიშორეზე ამჩნევს მტაცებელს, საფრთხის მოახლოების შემთხვევაში ყვირის და გარბის - დამფრთხალი სირაქლემა ცხენზე სწრაფია, მას სულ მცირე 70 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია
09-10-2021
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები