ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრები საკუთარ რეისს ამ დრომდე ელოდებიან. ძლიერი ჭექა-ქუხილის გამო, ავიაკომპანია Wizz Air რეისი W66401 ქუთაისი-კავალა, სოფიას საერთაშორისო აეროპორტში გადამისამართდა. როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, მგზავრების ტრანსპორტირებას სოფიადან კავალას მიმართულებით ავიაკომპანია უზრუნველყოფს.
"ამ ეტაპზე ბორტს უტარდება ინსპექტირება, რომლის დასრულების შემდეგ გაირკვევა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ავიაკომპანია. ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, თუ ბორტი შეასრულებს ფრენებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, დაგვიანებით შესრულდება დღეს, 30 დეკემბერს დაგეგმილი რეისები: W66403 (ქუთაისი-ლარნაკა) გეგმური გაფრენა 12:45, W66409 (ქუთაისი-მემინგენი) გეგმური გაფრენა 18:25", - აღნიშნულია აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.