ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გაირდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია და-ძმა. კიდევ სამი ადამიანი დაშავებულია.მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.