თემქაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ავარია მე-11 მიკრორაიონში მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა. ორივე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც ”ინტერპრესნიუსს” სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებულთაგან ერთს გულ-მკერდის, ხოლო მეორეს თავის ტრავმა აქვს. ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს. მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.