ძლიერი აფეთქება სანდრო ეულის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე - დაიღუპა ერთი ადამიანი - Palitra News

ძლიერი აფეთქება სანდრო ეულის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე - დაიღუპა ერთი ადამიანი

2017-09-16 17:19:15+04:00

თბილისში, სანდრო ეულის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქება მოხდა. ”რუსთავი2”-ის ინფორმაციით, ჟანგბადის ავზი აფეთქდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი. აფეთქება სანდრო ეულის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე მოხდა, სადაც საცხოვრებელი კორპუსი შენდება.როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამი ჯგუფი მუშაობს.