პარიზში მდებარე საფუნთუშეში მომხდარი აფეთქება მსხვერპლით დასრულდა. ირკვევა რომ დაღუპულებს შორის 1 ესპანეთის მოქალაქეა, 2 კი მეხანძრე-მაშველი. ამის შესახებ ჟურნალისტებს საფრანგეთის შს მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა განუცხადა. მისივე თქმით, 10-მდე ადამიანის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია, ხოლო 30-ზე მეტი ადამიანი კი მსუბუქად არის დაშავებული. შეგახსენებთ, მძლავრი აფეთქება პარიზის ცენტრში, ტრევიზის ქუჩაზე მდებარე საფუნთუშეში მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, ადგილი ჰქონდა გაზის გაჟონვას. მომხდარის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.