ძლიერ ქარი თბილისში: მერია მოსახლეობას და სამშენებლო კომპანიებს აფრთხილებს - Palitra News

ძლიერ ქარი თბილისში: მერია მოსახლეობას და სამშენებლო კომპანიებს აფრთხილებს

2018-03-09 11:05:57+04:00

თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, ძლიერი ქარის შემთხვევაში ხეების, მსუბუქი კონსტრუქციებისა და სამშენებლო მოედნების სიახლოვეს ყოფნას მოერიდოს. თბილისის მერია ასევე მოუწოდებს სამშენებლო კომპანიებს, მეტი გულისყურით მოეკიდონ უსაფრთხოების მოთხოვნებს და განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ, როგორც დასაქმებული პერსონალის შრომითი უსაფრთხოების, ისე სამშენებლო უსაფრთხოების თვალსაზრისით.