ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ყველა წონით კატეგორიაში მსოფლიოს საუკეთესო 10 ძიუდოისტს შორის საქართველოს ნაკრების 3 წევრია. სიის სათავეში ადგილი დაიბრუნა 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვარლამ ლიპარტელიანმა , მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა კი კვლავ მეორე ადგილზე გადაინაცვლა.მესამე ადგილზე ისევ ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადაშვილია , მეოთხე კი - რუსეთის საუკეთესო ძიუდოისტი რობერტ მშვიდობაძეა .მეშვიდე პოზიციას კი ვაჟა მარგველაშვილი იკავებს.