საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა აბუ დაბის გრანდ სლემზე ორი მედალი მოიპოვა: ლუკა მაისურაძე (81კგ) ფინალში დამარცხდა, ხოლო ავთანდილ ჭრიკიშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის გამართული შეხვედრა მოიგო. შესაბამისად, IJF-ის მიერ განახლებულ მსოფლიო რეიტინგში, ამ ორმა ძიუდოისტმა მდგომარეობა გაიუმჯობესა და რამდენიმე პოზიციით წინ წაიწია. ჭრიკიშვილი რეიტინგში 46-ე ადგილიდან 36-ე ადგილზე გადავიდა. ავთანდილს 1564 ქულა აქვს და ლაშა ბექაურს 2 ქულით უსწრებს. ამ წონით კატეგორიაში პირველ ადგილს ნიკოლოზ შერაზადიშვილი იკავებს, რომელიც 7621 ქულით წონისა და საერთო რეიტინგის ლიდერია.