5 აპრილს ანტალიაში ძიუდოს გრან პრი დაიწყება, სადაც საქართველოს დელეგაცია 20 სპორტსმენით იქნება წარდგენილი.ტურნირი 5-7 აპრილს გაიმართება და მასში მონაწილეობას 78 ქვეყნის 537 ძიუდოისტი, მათ შორის, 330 მამაკაცი და 207 ქალი მიიღებს.საქართველოს ნაკრების ღირსებას 14 მამაკაცი და 6 ქალი სპორტსმენი დაიცავს.