ანტალიის გრან პრის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს რეიტინგი განაახლა. საქართველოს ნაკრებმა ამ ტურნირზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ოქროს მედალს კი ლუკა მაისურაძე დაეუფლა, რომელმაც ფინალში იტალიელი კრისტიან პარლატი დაამარცხა.ლუკამ რეიტინგში 23 პოზიციით წინ გადაინაცვლა და ახლა უკვე 29-ე ადგილზეა.ავთანდილ ჭრიკიშვილი (90კგ) 6 ადგილით დაწინაურდა და რეიტინგში 39-ე ადგილზეა. გიორგი პაპუნაშვილმა (90კგ) ზედიზედ მეორე ვერცხლის მედლის შემდეგ 44-ე ადგილიდან 33-ე ადგილზე გადაინაცვლა.საერთო რეიტინგის ათეულს რაც შეეხება, აქ ორი ქართველი ძიუდოისტია: ვარლამ ლიპარტელიანი 7477 ქულით ლიდერია, გურამ თუშიშვილი მე-3 ადგილზეა 6907 ქულით.