ახმეტაში, ურთიერთშელაპარაკების დროს ორი ადამიანი დაჭრეს, მათ შორის ერთ-ერთი ყოფილი დეპუტატი, ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაურია. შემთხვევა გვიან ღამით ქალაქის ცენტრში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაური და სავარაუდო ბრალდებული ერთ ოჯახში იმყოფებოდნენ სტუმრად, სადაც მათ შორის კონფლიქტი წარსულში მომხდარი დავის გამო დაიწყო. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, ოლიმპიურ ჩემპიონს და მასთან მყოფ პირს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენს. ორივე დაშავებული ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს და შესაბამისი დახმარების გაწევის შემდეგ ორივე პაციენტი კლინიკიდან უკვე გაეწერა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
პოლიციას სავარაუდო ბრალდებული იდენტიფიცირებული ჰყავს. მომხდარზე გამოძიება 117 -ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.