ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დღეს ძიუდოს გრანრპი დაიწყება და 28 ივლისის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრები ამ ტურნირზე 9 სპორტსმენით გაემგზავრება. ხორვატიაში წასული შემადგენლობა გადახალისებულია, სადაც თემურ ნოზაძე, ტატო გრიგალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, ბექა ღვინიაშვილი, ონისე სანებლიძე, ლაშა ტაველური, გელა ზაალიშვილი, ლევან მატიაშვილი და ტატიანა ლევიცკა-შუკვანი გამოვლენ.