ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული "მერსედესის" მარკის ავტომობილის მძღოლის, ძიუდოისტ გიორგი ტატიაშვილის ადვოკატი, გიორგი ყიფშიძე არ გამორიცხავს, რომ საქმეში კიდევ ერთი ავტომობილი ფიგურირებს, რომელიც შემთხვევის ადგილზე მივიდა და კვალის დაფარვას შეეცადა. ადვოკატი ასევე ფიქრობს, რომ შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი ჩანთაც კვალის დაფარვის მცდელობაზე მიუთითებს. ადვოკატი გიორგი ყიფშიძე აცხადებს, რომ ეს ყველაფერი უნიჭოდ არის დადგმული.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია ბრალდებული და მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.