ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში არსებული პრობლემები ენერგოომბუდსმენმა 2017 წლის ანგარიშში მიმოიხილა. გასულ წელს აპარატს განცხადებით 4338-მა ადამიანმა მიმართა. მომხმარებლებს კი ჯამში 3 მილიონ ლარამდე თანხა ჩამოეწერათ. ანგარიშის თანახმად, ელექტროენერგიის სექტორში კვლავ აქტუალური იყო ძველი დავალიანების საკითხი, ბუნებრივი გაზის სექტორში კი მომხმარებლები უკმაყოფილებას დაგვიანებული გაზიფიცირების გამო გამოხატავდნენ, რაც შეეხება წყალმომარაგების სექტორს - აქ მთავარი პრობლემა რამდენიმე თვის მანძილზე დაგროვებული გადასახადები იყო.