ვაქცინაციის დანერგვისთვის საჭირო ეროვნულ გეგმას მინისტრთა კაბინეტი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილავს და დაამტკიცებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს საქართველო ტექნიკურად მზადაა ნებისმიერი ავტორიზებული ვაქცინის მისაღებად. როგორც პრემიერი განმარტავს გეგმის ძირითადი მიზანი 2021 წლის ბოლომდე მოქალაქეების მინიმუმ 60 პროცენტის ვაქცინაციაა.
პირველ ეტაპზე აიცრებიან ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც არიან ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ, რსამედიცინო სფეროს თანამშრომლები, ხანგრლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციარები, ხანდაზმულები 75 წელს ზემოთ და შემდგომ უკვე 60- იდან 75 წლამდე ყველა მოქალაქე. მისივე თქმით, დღეს, საქართველო ფაქტობრივად მზადაა უახლოეს პერიოდში ვაქცინაციის დასაწყებად.