ძილის დეფიციტი ბევრი პრობლემის პროვოცირებას ახდენს. ძილის ნაკლებობა განსაკუთრებით ცუდად აისახება ყურადღების კონცენტრაციასა და ქცევით რეაქციებზე. მეცნიერებმა კონკრეტულად გაარკვიეს, რომ კონცენტრაციის უნარის ვარდნა განპირობებულია უშუალოდ ძილის დეფიციტით.ძილი საჭიროა ორგანიზმისთვის სხვადასხვა ბიოლოგიური პროცესის სრულყოფილად წარმართვისთვის, მაგალითად, იმისათვის, რომ ნორმაში მოვიდეს ნეირონთა მეტაბოლური წონასწორობა, მოხდეს ნეირონული ქსელების რეორგანიზება და ზედმეტი სინაფსებისგან გათავისუფლება. ძილის დროს სწორედ ამ გზით ხდება მყარი, ხანგრძლივი მეხსიერების ფორმირება. ძილი პროდუქტიული და შედეგიანია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ხანგრძლივობა სულ მცირე 7 საათს მაინც მოიცავს. მუდმივად გამოუძინებლობა 2-ჯერ ახანგრძლივებს ადამიანის რეაქციის დროს და 5-ჯერ ზრდის უყურადღებობას.